ანონსები
საქართველოს უნივერსიტეტი, წელს პირველად 17 – 21 ოქტომბრის ჩათვლით ხელოვნების კვირეულს უმასპინძლებს. კვირეულის განმავლობაში კამპუსში გაიმართება სხვადსხვა ღონისძიება და პერფორმანსი: მოეწყობა გამოფენები, ვორქ შოფები, ჩაის საღამო და სხვა.
კვირეულის ფარგლებში ასევე ჩატარდება საინტერესო საჯარო ლექციები, რომელსაც ცნობილი და კომპეტენტური ადამიანები წაიკითხავენ. სტუმართა სია მოიცავს საზოგადო მოღვაწეებს, მსახიობებს, მხატვრებს, დიზაინერებს, როგორებიც არიან ოლეგ ტიმჩენკო, ნინო კასრაძე და ა.შ.
კვირეული არის საჯარო და ყველას შეუძლია დასწრება.
გიწვევთ საქართველოს უნივერსიტეტში შემდეგ ღონისძიებებზე:
17 ოქტომბერი (ორშაბათი)
მხატვარ ვანო მელიაშვილის გამოფენის გახსნა
გამოფენა გაიმართება საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის მხარდაჭერით.
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი #519
დრო: 18:00 სთ
პ.ს. გამოფენა გაგრძელდება 20 ოქტომბრის ჩათვლით.
18 ოქტომბერი (სამშაბათი)
Art თერაპია
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, ოთახი #116
დრო: 17:00 სთ.
20 ოქტომბერი (ხუთშაბათი)
საჯარო ლექცია: „თანამედროვე სახვითი ხელოვნება“
სპიკერი: მხატვარი ოლეგ ტიმჩენკო
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი #519
დრო: 16:00 სთ.
21 ოქტომბერი (პარასკევი)
საჯარო ლექცია: „კინო და თეატრის როლი თანამედროვე სამყაროში“
სპიკერი: მსახიობი ნინო კასრაძე
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი #519,
დრო: 13:00 სთ.
საქართველოს უნივერსიტეტის თანამშრომლების ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთები გამოფება.
საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი #519, 17:00 სთ.